„რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქ თელავში ტელეკომპანია რუსთავი2-ის ჟურნალსტმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს ავტომობილიდან უნებართვოდ ააცალა მისი კუთვნილი დოკუმენტები და შეეცადა, ამით მოეხდინა ამომრჩეველზე უკანონო ზეგავლენა. ნოდარ მელაძის თქმით რეალური სიტუაცია მამუკა მდინარაძის განცხადებისგან რადიკალურად განსხვავდება.
– დღეს, ქართული ოცნების ლიდერმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რუსთავი 2 ის ჟურნალისტმა წაართვა ქართული ოცნების წარმომადგენელს დოკუმენტები და შეეცადა ამომრჩეველზე ზეგავლენის მოხდენასო. ამბავი რეალურად იყო ასე: ქართული ოცნების წარმომადგენელმა შეიყვანა ჟურნალისტი შეცდომაში, უთხრა ტყუილი, ისარგებლა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის სახელით და თქვა, რომ ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა და მისი დავალებით აღწერდა ამომრჩევლებს. ლამის ხელი მოტეხა ჟურნალისტს და კიდევ თურმე ის ცდილობდა ამომჩეველზე ზეგავლენას,“ – წერს ნოდარ მელაძე ფეისბუკზე.
ნიუპოსტი

