ოკლაჰომაში როდერიკ რობინსონი ლას-ვეგასის მსგავსი ტრაგედიით დაიმუქრა

ოკლაჰომაში როდერიკ რობინსონი ლას-ვეგასის მსგავსი ტრაგედიით დაიმუქრასამართალდამცველებმა ოკლაჰომაში  დააკავეს პირი, რომელიც იმუქრებოდა, რომ ლას-ვეგასის მსგავსს თავდასხმას მოაწყობდა.

ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

მუქარის ტექსტი 39 წლის როდერიკ რობინსონმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა და ოკლაჰომაში ხალხის დახოცვით დაიმუქრა. პოლიციას ამის თაობაზე მოქალაქეებმა შეატყობინეს. სამართალდამცველების ცნობით, დაკავებული ნარკოტიკებთან დაკავშირებული დანაშაულისთვის იძებნებოდა.

1 ოქტომბერს, საღამოს, ლას-ვეგასში ქანთრის მუსიკალურ ფესტივალზე, თავდამსხმელმა ღონისძიების მონაწილეებს ცეცხლი გაუხსნა. დამნაშავე სასტუმროს და კაზინოს „მანდალაი ბეის“ ნომერში, 32-ე სართულზე იყო და ფანჯრიდან ისროდა. მსროლელი 64 წლის ამერიკელი სტივენ პედოკი აღმოჩნდა, რომელმაც პოლიციელების მისვლამდე თავი მოიკლა.

იმედინიუსი