ცოტა ხნის წინ პარიზში სამართალდამცველებმა ეიფელის კოშკიდან უვნებლად ჩამოიყვანეს უცნობი მამაკაცი, რომელიც სავარაუდოდ გადმოხტომას აპირებდა.
მანამდე პოლიციამ მოულოდნელად ეიფელის კოშკიდან ვიზიტორები გაიყვანა. ამის მიზეზი უცნობი იყო, რომელიც კონსტრუქციის პირველსა და მეორე სართულს შორის იდგა.
პოლიციის მონაცემებით, ახალგაზრდა კაცი მეტად აღელვებული იყო. პოლიციამ გადაკეტა კოშკისკენ მისასვლელი მთელი პერიმეტრი და ახალგაზრდასთან მოლაპარაკებას შეუდგა.
პარიზის დროით 21.50 საათზე მოლაპარაკება წარმატებით დასრულდა. ფრანგმა მეხანძრეებმა თვითმკვლელობის მოსურნის კოშკიდან უვნებლად ჩამოყვანა მოახერხეს.

