“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ

"პატრიოტთა ალიანსის" წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ“პატრიოტთა ალიანსის” წევრები მოსკოვში გაემგზავრნენ. დეპუტატები დუმის წევრებს შეხვდებიან. 5 დღის განმავლობაში ადა მარშანია, გიორგი ლომია და ნატო ჩხეიძე მოლაპარაკებებს აფხაზეთისა და ცხინვალის საკითხებზე გამართავენ.
– მთავარი სასაუბრო თემა ჩვენთვის ყოველთვის იქნება, სადაც არ უნდა ჩავიდეთ და რასაკვირველია, პირველ რიგში მოსკოვში, იქნება ჩვენი ტერიტორიები, ჩვენი სოხუმი და ცხინვალი და ჩვენი ქვეყნის გამთლიანების უმძიმესი საკითხები, – განაცხადა გამგზავრებამდე ადა მარშანიამ.
ეს პარტიის მოსკოვში უკვე მეორე ვიზიტია. “პატრიოტთა ალიანსი” რუსეთთან პირდაპირი დიალოგის დაწყებასა და ახალი – საქართველო-ნატო- რუსეთის ფორმატის ამოქმედებას ითხოვს.