პატრიოტთა ალიანსმა კვირიკაშვილის გადადგომა მოთხოვა – აქცია დასრულდა

პატრიოტთა ალიანსმა კვირიკაშვილის გადადგომა მოთხოვა - აქცია დასრულდასაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ”პატრიოტთა ალიანსის” აქცია დასრულდა, თუმცა პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი მჯდომარე აქციის დაწყებას გეგმავს.
პარტიის ლიდერების განცხადებით, მჯდომარე აქცია გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არ გადადგება. მათივე თქმით, ქვეყანაში შექმნილ მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ვითარებაზე პასუხისმგებლობა სწორედ ”ქართული ოცნების” მთავრობას ეკისრება.
როგორც პარტიაში აცხადებენ, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებს, სამთავრობო გუნდი არ დატოვებს პოსტს და არ გააქტიურდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი, რაშიც იგულისხმება პირდაპირი დიალოგი რუსეთთან, აქციები უფრო მასშტაბურ სახეს მიიღებს, რომელიც სათავეს რეგიონებიდან აიღებს.
მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ამ დრომდე მობილიზებულნი არიან შსს-ს წარმომადგენლები.

აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.