ფრანგულ სამგზავრო თვითმფრინავს ფრენისას ძრავის სარქველი მოსტყდა და კანადაში ავარიულად დაეშვა

ფრანგულ სამგზავრო თვითმფრინავს ფრენისას ძრავის სარქველი მოსტყდა და კანადაში ავარიულად დაეშვაავიაკომპანია Air France-ის ლაინერს Airbus A380-ს ძრავის თავსახური მოსტყდა. ინციდენტი პარიზიდან ლოს ანჯელესისკენ ფრენისას მოხდა. დაზიანებული ძრავის ფოტოები მომხმარებლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს.

თვითმფრინავი იძულებული გახდა ავარიული დაშვება კანადის ქალაქ გუს-ბეიში განეხორციელებინა.

მსოფლიოში ყველაზე დიდ სამგზავრო თვითმფრინავში 496 მგზავრი და ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა.

ავიაკომპანიის ცნობით, თვითმფრინავის 4 ძრავიდან ერთ-ერთი გაჩერდა, დაზიანებული იყო ფრთებიც.

დაშვებამ მშვიდობიანად ჩაიარა და არავინ დაშავებულა. მგზავრები დაშვების შემდეგ რამდენიმე საათით თვითმფრინავში გააჩერეს, ხოლო შემდეგ მათ დანიშნულების ადგილისკენ გამგზავრების სხვადასხვა საშუალება შესთავაზეს.

Airbus A380 – მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამგზავრო თვითმფრინავია. ამ მოდელმა პირველი ფრენა მგზავრებით 10 წლის წინ განახორციელა. ამ დროისთვის 200-ზე მეტი თვითმფრინავია გამოშვებული, რომლებიც ევროპულ, ახლო აღმოსავლეთის და აზიის ავიაკომპანიების პარკებშია.

იმედინიუსი