პიკე – “მზად ვარ, ესპანეთის ნაკრებიდან წავიდე”

პიკე - "მზად ვარ, ესპანეთის ნაკრებიდან წავიდე"საფეხბურთო კლუბის “ბარსელონა” მცველმა ჟერარ პიკემ ესპანეთის ეროვნული ნაკრების დატოვების მზადყოფნის შესახებ განაცხადა. ამის მიზეზი კი ფეხბურთელის განმარტებით ის არის, რომ ქვეყნის ხელისუფლება კატალონიაში დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება ხელს უშლიდა.

ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს პიკემ ცრემლები ვერ დამალა:

– ჩვენ ცუდი ხალხი არ ვართ და მხოლოდ არჩევნების უფლების გამოყენება გვსურს. მთელი მსოფლიო ხედავდა დღეს რაც მოხდა. კატალონიაში ესპანეთის პოლიციის გაგზავნა ბოლო 40 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო ქვეყნის ისტორიაში. მზად ვარ ნაკრებიდან წავიდე, თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ მე შეიძლება ეროვნული ნაკრებისთვის პრობლემას წარმოვადგენ.

პიკე - "მზად ვარ, ესპანეთის ნაკრებიდან წავიდე"კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის დროს მომხდარი დაპირისპირებების გამო დღეს ბარსელონას და ლას-პალმასს შორის მატჩი მაყურებლის გარეშე გაიმართა.

ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის შეხვედრა კამპ ნოუს სტადიონზე ჩატარდა.  დღეს დილით ბარსელონას ხელმძღანელობამ ლა ლიგას რეფერენდუმის გამო თამაშის გადატანის თხოვნით მიმართა, თუმცა ლა ლიგამ ამაზე უარი თქვა.

იმედინიუსი