პოლიცია ნაციონალების წინააღმდეგ – სამართალდამცავები მერიაში ნაციონალებს არ უშვებენ

პოლიცია ნაციონალების წინააღმდეგ - სამართალდამცავები მერიაში ნაციონალებს არ უშვებენხმაურია ამ წუთებში დედაქალაქის მერიასთან, სადაც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელბი აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა თბილისის მერიასთან გზა გადაკეტეს, რასაც პოლიციასთან დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, რომ ამჯერად უკვე თბილისის მერიამ არ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება იმ ტერიტორიების გასხვისების თაობაზე, რომლებსაც საკრებულომ გასულ კვირას ზონის სტატუსი შეუცვალა.

გასულ კვირას საკრებულოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის მიწების გადაცემის საკითხზე იმსჯელეს. საუბარია პუშკინის სკვერის მიმდებარედ 1.900 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის და ასევე, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 5000 კვ მეტრზე თაბორის მთაზე.

საკრებულოსა და პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები დედაქალაქის მერიაში შესვლას ცდილობენ, თუმცა მათ შესასვლელთან მობილიზებული საპატრულო პოლიციის თანამშრომლები ამის საშუალებას არ აძლევენ.
მერიაში შესვლას ნიკა მელია, ირაკლი ნადირაძე, თემურ გრიგალაშვილი, მარიკა დათუკიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ რამდენიმე წარმომადგენელი გეგმავენ.
ისინი აპირებენ, რომ დედაქალაქის ხელმძღვანელობას და უშუალოდ დავით ნარმანიას შეხვდნენ და მიიღონ პასუხი კითხვაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს დედაქალაქის მთავრობა პუშკინის სკვერთან და თაბორის მთასთან დაკავშირებით.