უკრაინის პრეზიდენტმა რადას საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომლის მიხედვითაც 2020 წლის 1 იანვრიდან უკრაინაში სადეპუტატო ხელშეუხებლობა უნდა გაუქმდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება რადას საიტზე უკვე დარეგისტრირებულია.
პოროშენკო ასევე გამოდის ინიციატივით, კანონიდან ამოღებულ იქნას ნორმა, რომლის მიხედვითაც, რადას თანხმობის გარეშე დეპუტატი არ შეიძლება მიცემულ იქნას სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ამის გარდა, პარალელურად ცნობილი ხდება, რომ უკრაინის მმართველი ძალა თანახმაა ქვეყანაში შემოღებულ იქნას ანტიკორუფციული სასამართლო. რადას თავდმჯდომარის, ანდრეი პარუბის განცხადებით, შესაბამისი კანონპროექტი უკვე გაგზავნილია ვენეციის კომისიაში და როგორც კი მას პრეზიდენტი პოროშენკო განსახილველად რადაში შეიტანს, დეპუტატები მას განიხილავენ.
ამ ორი კანონპროექტის შესახებ ინფორმაცია დღეს დილით გახდა ცნობილი იმ ქაციის ფონზე, რომელიც რადასთნ ოდესის ყოფილი გუბერნატორის პოლიტიკური მოძრაობის და პარტინიორი ოპოზიციური პარტიების ორგანიზებით მიდმინარეობს.
მომიტინგეთა სამი მოთხოვნიდან ორი სწორედ ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას და სადეპუტატო ხელშეუხებლობის გაუქმებას უკავშირდება.

