საქართველოს პრემიერ მინისტრი მხარდამჭერებს მადლობას უხდის და აცხადებს, რომ წინასწარი მონაცემებით კახა კალაძე მნიშვნელოვნად ლიდერობს. მან კალაძეს ეს შედეგი მიულოცა. კვირიკაშვილის განცხადებით, საარჩევნო პროცესმა ქვეყანაში მშვიდ ვითრებაში ჩაიარა:
– პირველ რიგში მთელ საქართველოს მინდა მივულოცო არჩევნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარება. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის, – განაცხადა პრემიერმა.

