პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა – “დესტაბილიზაცია თავიდან უნდა ავიცილოთ”

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა - "დესტაბილიზაცია თავიდან უნდა ავიცილოთ”საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალ კონსტიტუციას ხელი მოაწერა.

– პარლამენტმა მიიღო ერთპარტიული კონსტიტუცია, სწორედ ამიტომ ჩემთვის უაღრესად ძნელია კონსტიტუციაზე ხელის მოწერა. თუმცა, იმიტომ რომ თავიდან აცილებული იყოს დესტაბილიზაციის მიზეზები, როგორც სახელმწიფოს სტაბილურობის გარანტი და ქვეყნის მთავარსარდალი, ხელს ვაწერ ამ კონსტიტუციას, – განაცხადა პრეზიდენტმა