„ქალო, მოუსვი ეთერიდან!” – ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი ინგა გრიგოლიას მიმართავს

ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი Facebook-ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:
“დამოუკიდებელი ჟურნალისტი” რომ მორიგ ოლიგარქს მიეტმასნები, მის შვილს ნათლიად რომ მოიკიდებ, შენი შვილის ქორწილში ორი თაობის მთავრობა ღვინისძიებას რომ გამართავს, ხოლო ზემოხსენებული ბომონძღისაგან მრავალი ათასის და ათეული ათასის ღირებულების საჩუქრებს რომ მიიღებ – კეთილი უნდა ინებო და დაემშვიდობო პოლიტიკურ ჟურნალისტიკას… თუ ამგვარად ნათქვამს ვერ გაიგებ, სხვანაირადაც გეტყვიან – ქალო, მოუსვი ეთერიდან!
______________
P.S. “პროკურატურის ფილარმონია პრესცენტრს” არ დაგავიწყდეს სიძეს უთხრა, რომ იმან თავის შინაგან საქმეთა მიისტრის მოადგილე მამას უთხრას, რომ “ზომები მიიღოს” ჩემს მიმართ.

fti.ge