„ქართულ ოცნებას“ სექტემბერში 4 მილიონზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ 336 ათასამდე, ნაციონალებს კი 36 ათასი ლარი შესწირეს

„ქართულ ოცნებას“ სექტემბერში 4 მილიონზე მეტი, „ევროპულ საქართველოს“ 336 ათასამდე, ნაციონალებს კი 36 ათასი ლარი შესწირეს„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულებამ მიმდინარე წლის სექტემბერში 4 033 485 ლარი შეადგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში განუცხადეს.
რაც შეეხება სხვა პარტიების შემოწირულებებს, „ევროპული საქართველოს“ შემოწირულობაა 335.964 ლარი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ – 36.136 ლარი, „პატრიოტთა ალიანსის“ – 29 .882 ლარი, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველოს“ – 29.300 ლარი, „ეროვნული ფორუმის“ – 23.270 ლარი, „დემოკრატიული მოძრაობის“ – 17.098 ლარი, „ახალი პოლიტიკურ ცენტრ – გირჩს“ – 7.400 ლარი.
დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის შემოწირულებები კი შემდეგნაირად გადანაწილდა: გულო ზუმბაძე – 15.500 ლარი, ალექსანდრე ელისაშვილი – 15.146 ლარი, კონსტანტინე შარაშენიძე – 7.300 ლარი, ჯოზეფ ალექსანდრ სმიტი – 1.830 ლარი.
სულ საარჩევნო სუბიექტების შემოწირულებებმა სექტემბერში 4.560.667 ლარი შეადგინა.