ქართული ოცნების ბათუმის ოფისში საზეიმოდ ტორტი გაჭრეს

ქართული ოცნების ბათუმის ოფისში საზეიმოდ ტორტი გაჭრესბათუმში ქართული ოცნების ოფისში გამარჯვებას ზეიმობენ. იქ იმყოფებიან მოქმედი მერი გიორგი ერმაკოვი და მთავრობის თავმჯდომარე ზურა პატარაძეც, ასევე, აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები. საზეიმოდ დაიჭრა ტორტიც.

შიდა კვლევებზე დაყრდნობით შტაბში აცხადებენ, რომ ადგილობრივ არჩევნებში ოცნების მერობის კანდიდატმა,  ლაშა კომახიძემ 55%-ით გაიმარჯვა.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე კენჭისყრა დასრულდა. დღეს საქართველოს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს.