ქსენია სობჩაკი – ”სტალინმა რუსეთი 100 წლით უკან დახია”

ქსენია სობჩაკი - ”სტალინმა რუსეთი 100 წლით უკან დახია”ქსენია სობჩაკი სტალინის პოლიტიკის შესახებ Instagram-ზე ფოტოსთან ერთად პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ სტალინმა რუსეთი 100 წლით უკან დახია.

“არცერთ ადამიანს თავისი ხალხის მიმართ ისეთი დანაშაული არ ჩაუდენია, როგორიც სტალინმა”, – წერს სობჩაკი და დასძენს, რომ სტალინმა ისეთი სისტემა შექმნა, რომლის დანგრევაც გორბაჩოვმა და ელცინმაც კი ვერ შეძლეს.

“სისტემა, რომელშიც ძალაუფლება არა ხალხს, ელიტასაც კი არა, არამედ სპეცსამსახურებს ეკუთვნის. ეს სისტემა ჩვენ ჯერ კიდევ დასანგრევი გვაქვს”, – წერს სობჩაკი.

იმედინიუსი