ქუცნაშვილი – ლოთ და კორუმპირებულ მეჭიაურს თიანეთი არ იმსახურებს მერად

ქუცნაშვილი - ლოთ და კორუმპირებულ მეჭიაურს თიანეთი არ იმსახურებს მერადუმრავლესობის ერთ-ერთი წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი ამბობს, რომ “თიანეთი არ იმსახურებს ლოთ და კორუმპირებულ მერს”.

დეპუტატმა “იმედთან” საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაუსაქმებელი მეჭიაური, ნათესაობის გამო, თავად მოახვედრა პარლამენტში.

მისივე თქმით, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის საარჩევნო ოლქთან დაკავშირებით ორი სარჩელი არ დააკმაყოფილა, რითაც ფაქტობრივად, ლელა ქიტესაშვილს გამარჯვების შესაძლებლობა წაართვა.

– სასამართლო დავაში მხარეს არ წარმოვადგენ, არც მოსარჩელე ვარ და არც საოლქო საარჩევნო კომისია. არასამთავრობო ორგანიზაციამ ოთხი რაღაცის ბათილობას მოითხოვდა და პირველმა ინსტანციამ ორი მოთხოვნის ბათილობა დაუკმაყოფილა. დანარჩენი ორი არ დაუკმაყოფილა, რითაც ფაქტობრივად, ლელა ქიტესაშვილს გამარჯვების შედეგებს პარავენ, რადგან 19 უბნის მიხედვით, ქიტესაშვილმა მეჭიაურს 24 ხმით მოუგო, ხოლო მე-20 უბნის მიხედვით, 5 ხმა ყალბი ბიულეტენი ჩაუდეს, დანარჩენი ხმებით უპირატესობა მოიპოვეს და საერთო ჯამში, მეჭიაურს გამარჯვებისთვის პლუს ერთი ხმა დაუსვეს, – განაცხადა ქუცნაშვილმა.