ქუცნაშვილი: მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა ალალი და-ძმანი იყვნენ და ამიტომ მივიყვანე “ოცნებაში”

ქუცნაშვილი: მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა ალალი და-ძმანი იყვნენ და ამიტომ მივიყვანე "ოცნებაში"– თამაზ მეჭიაურმა რამდენჯერმე მთხოვა მიმეყვანა “ქართულ ოცნებაში”. მიუხედავად იმისა, რომ ექვსპარტია გამონაცვალი იყო და არასტაბილური იმიჯის მქონეა, ვთხოვე, რომ მიგვეღო და ჩაგვერთო პროცესებში, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა “რუსთავი 2″თან. იქვე განმარტა, თუ რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება.

– თამაზ მეჭიაურის მამა და დედაჩემის დედა იყვნენ ალალი და-ძმანი. და ეს ნათესაური კავშირი, მე როგორც მთიელს, მავალდებულებს ყველა მთიელზე ვიზრუნო.

– თამაზი ჩემს მზეს ლოცულობდა, დღე და ღამე ჩემს სადღეგრძელოს სვამდა და შტაბის უფროსად გავამწესეთ ჩემს მშობლიურ თიანეთის რაიონში, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისი თქმით, თამაზ მეჭიაური “ქართულ ოცნებას” აშანტაჟებდა.

– დააყენა თავისი კანდიდატურა თიანეთის რაიონში, მაშინ არ იყო ციხის კადრები ჯერ გამოსული და თქვა, რომ მე თუ სიაში არ ჩამწერთ, მე ვიმუშავებ იქით, სადაც გამიხარდება, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.