,რისთვის ჩამაცვი თეთრი კაბა, თუკი ჩემთან ყოფნას არ აპირებდი“ – ანუკი ხაბურძანიას ტკივილი

“რისთვის ჩამაცვი თეთრი კაბა, თუკი ჩემთან ყოფნას არ აპირებდი”, – ეს სიტყვები სასოწარკვეთილ ცოლს, ანუკი ხაბურძანიას ეკუთვნის, რომლის ახალგაზრდა, 27 წლის ქმარს, ფოთელ ჯემალ ხაბურძანიას ერთი კვირის წინ ლეიკემია აღმოუჩინეს.
27 წლის ჯეკოს, როგორც მას ახლობლები ეძახიან, ჰყავს მცირეწლოვანი შვილები – 3 წლის ნიკოლოზი და 7 თვის ნია. ოჯახს პატარა ბიზნესით, ვაჭრობით არჩენდა, თუმცა ახლა ამასაც ვეღარ ახერხებს, რადგან ურთულეს დაავადებასთან მოუწია შეჭიდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. გუშინწინ კომაში ჩავარდა და ახლა მე-9 საავადმყოფოში აპარატზეა მიერთებული.

Mshoblebi.ge-სთან საუბარში ოჯახის ახლობელმა აღნიშნა, რომ ჯემალს ერთი თვის განმავლობაში სისტემატიურად ჰქონდა მაღალი სიცხეები და თავის ტკივილები, თუმცა რა იყო ამის მიზეზი, ვერ ხვდებოდნენ. ოჯახისთვის მას მერე გახდა ამ მძიმე დაავადების შესახებ ცნობილი, როცა ერთი კვირის წინ ფოთში ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ ფოთიდან თბილისში გადმოამისამართეს პაციენტი. თბილისში კი სამწუხაროდ, ახალგაზრდას ლეიკემია დაუდგინეს.
ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, პაციენტს ესაჭიროება ზურგის ტვინის ტრანსპლანტაცია და დიდი შანსია მისი გადარჩენის, თუ ოპერაცია დროზე გაუკეთდება, თუმცა, რადგან ოპერაცის გაკეთება ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც შეჭირვებულ ოჯახს ნამდვილად არ აქვს, იძულებულები არიან დახმარება ხალხისგან ითხოვონ.

დახმარების მსურველებმა შიგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქვემოთ მითითებული რეკვიზიტებით:
საბანკო მომსახურება
იურიდიული პირი პირადი ნომერი 61004014867 დაბადების თარიღი 03.10.1982 ქვემოთ ჩამოწერილი ანგარიშის ნომერი რომელ ბანკშიც რიცხავთ
საიდენტიფიკაციო კოდი:445473014
საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები :ააიპ იალქანი
საქართველოს ბანკი
GE55BG0000000588221400
თიბისი ბანკი:
GE93TB7990736080100004
ზარი ნებისმიერი ოპერატორიდან
1 ლარი – 0901200127
სურვილის შემთხვევაში დაკავშირებას შეძლებთ შემდეგ ნომერზე: 599 33 01 14
რუსკა კილასონია

მშობლები.გე