როგორ გამოიყურება თბილისის ზოოპარკის მაიმუნების სადილი – “ჰა, რავარია?“

თბილისის ზოოპარკი მათი ბინადარი მაიმუნების სადილის ფოტოს აქვეყნებს სახალისო კომენტარით:

„ფოე-ფოე რესტორნებსა და კაფეებს რომ სჩვევიათ, მადისაღმძვრელი, ლამაზ-ლამაზი კერძების ფოტოებს რომ დებენ ფეისბუქის გვერდებზე, მობრძანდით, გეთაყვა, კაის გაჭმევთ, კაის გასმევთ, კმაყოფილებს გაგისტუმრებთო, იმგვარი პოსტი უნდა შემოგთავაზოთ დღეს.

ეს, მაგალითად, ჩვენი მაიმუნების სადილია.

ტკბილი და ნოყიერი ბანანები პატარძლის დაკრეფილი ბროწეულით.

წვნიანი, დაშაქრული ყურძენი ხაჭოთი და კნაწუნა მზესუმზირით.

აზიურ ფაროსანას გადარჩენილი თხილი და მაწონმოსხმული ქორფა ბოსტნეული.

ახალგამომცხვარი, ფუმფულა პური სალათის ფოთლებითა და ქორფა მწვანილით.

ჰა, რავარია?“

ნიუპოსტი