როსგვარდიის წევრმა ჩეჩნეთში ოთხი თანამებრძოლი მოკლა

როსგვარდიის წევრმა ჩეჩნეთში ოთხი თანამებრძოლი მოკლაროსგვარდიის წევრი, რომელმაც ჩეჩნეთის ბაზაზე 4 თანამებრძოლი მოკლა, სამხედრო ნაწილის მორიგემ გაანადგურა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ როსგვარდიის მედიასთან ურთიერთობის განყოფილებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„წინასწარი ინფორმაციით, დღეს, დაახლოებით 16:00 საათზე, ჩეჩნეთში შელკოვსკაიას დასახლებაში, რუსეთის ფედერაციის ნაციონალური გვარდიის ჩრდილოკავკასიის ოლქის ერთ–ერთ სამხედრო ნაწილში უფროსმა ლეიტენანტმა 4 თანამებრძოლი სასიკვდილოდ დაჭრა. სამხედრო მოსამსახურე, რომელმაც ცეცხლი ყაზარმაში გახსნა, ქვედანაყოფის მორიგემ მოკლა”, – უთხრეს რუსულ მედიას უწყებაში.

იგივე წყაროს ცნობით, შემთხვევის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სამხედრო პროკურატურას და სამხედრო საგამოძიებო განყოფილებას.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

როსგვარდია რუსეთის ფედერაციაში შინაგანი ჯარების ფუნქციას ასრულებს, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტიდან მუდმივად მზარდი დაფინანსება აქვს და მის ძირითად ფუნქციას ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების განეიტრალება წარმოადგენს.

პირველი