რუსეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა – დაღუპულია 21 ადამიანი

რუსეთში მატარებელი ავტობუსს შეეჯახა - დაღუპულია 21 ადამიანირუსეთში, ვლადიმირის ოლქში სამგზავრო მატარებელი ავტობუსს შეეჯახა. როგორც რუსული მედია იტყობინება, ავარიას 21 ადამიანი ემსხვერპლა.
შემთხვევა გვიან ღამე მოხა.

გავრცელებული ცნობით, ავტობუსს ყაზახური ნომრები ჰქონდა. ის ყაზახეთიდან მომავალი ავტობუსი სარკინიგზო ლიანდაგზე ამკრძალავ ნიშანზე გადავიდა, რის შედეგადაც სანქტ-პეტებურგი-ნიჟნი ნოვგოროდის რეისის მატარებელს შეეჯახა.

ავტობუსში უზბეკეთის 55 მოქალაქე და 2 ყაზახი მძღოლი იჯდა. ერთი მძღოლი დაიღუპა, მეორე საავადმყოფოშია გადაყვანილი ქალაქ პოკროვში.