საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ დაახლოებით ორი საათის წინ, კიევში მისი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი დაიჭირეს.
“ქუჩაში 8 შეიარაღებულმა პირმა ჩემი პირადი დაცვის ყოფილი უფროსი გიორგი რუბაშვილი დაიჭირეს როდესაც იგი ნაცნობთან ერთად კაფედან გამოდიოდა. იგი კიევში ცხოვრობს. მას ცხოვრების ოფიციალური უფლება აქვს, არ ფლობს იარაღს და ადრე მეხმარებოდა, ხოლო ახლა თავის საქმეებს აკეთებს. ეს ალბათ ისევე იმ ოპერიდანაა, რომლის მიხედვითაც შეიარაღებული ტერორისტები მყავს გარშემო – თუმცა ეს რაღაც ძალიან საბჭოურია! ზუსტად ასევე 1986 წელს კიევის ცენტრში სსრკ-ს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი მიჭერდა და მოითხოვდა, რომ მეღიარებინა ჩაუდენელი დანაშაულები მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ჩემი აზროვნება არ მოსწონდათ.
გიორგი დაახლოებით ორი საათის წინ მოიტაცეს და პოლიცია ამბობს, რომ იგი მათ არ ჰყავთ, ხოლო უკრაინის უსაფრთხოების სამსახური საერთოდ დუმს”, – წერს სააკაშვილი.

