“საარჩევნო ოდეერები”- “არჩევნების შემდეგ დაიწყება ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებმაც გააკეთეს კონკრეტული არჩევანი”

"საარჩევნო ოდეერები"- "არჩევნების შემდეგ დაიწყება ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებმაც გააკეთეს კონკრეტული არჩევანი"– იმ დარღვევებიდან გამომდინარე რაც გვაქვს სახეზე, ხელისუფლება მიდის გაყალბებისკენ, – აცხადებს “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი. მისი თქმით, ახალქალაქში და ბორჯომში “პატრიოტების” კანდიდატი იმარჯვებს.

ინაშვილი ამბობს, რომ ხლეისუფლებამ ამ რეგიონებში სპეცრაზმი შეიყვანა. მისივე თქმით, ადგილი აქვს ე.წ. სომხური კარუსელის განხორციელების მცდელობას. ინაშვილის ინფორმაციით, ჩოხატაურის რამდენიმე უბანზე საარჩევნო ბიულეტინებია დაკარგული.
ინაშვილმა დამკვირვებლებზეც ისაუბრა, რომლებიც მისი თქმით ამომრჩევლების მონაცემებს იწერენ და განაცხადა, რომ ეს “ქართული ოცნების ნოუ ჰაუა”
– ეს ხდება საარჩევნო სისტემაში ბოლო წლებში პირველად, როდესაც ე.წ. საარჩევნო ოდეერები დგანან რეგისტრატორების უკან და სიის მიხედვით აკონტროლებენ კონკრეტული ადამიანების არჩევანს. ეს ნიშნავს იმას, რომ არის ძალადობა არის თავისუფალი არჩევანის შეზღუდვის ღია მცდელობა და ეს დაუშვებელია დემოკრატიულ სახელმწიფოებში… ეს ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ დაიწყება ზეწოლა იმ ადამიანებზე, რომლებმაც გააკეთეს კონკრეტული არჩევანი იქნებიან ესენი ბიზნესმენები, სახელმწფიო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები თუ ა.შ,  –  განაცხადა ინაშვილმა და ცესკოს რეაგირებისკენ მოუწოდებს.