Kalitheaonline-ის ინფორმაციით, საბერძნეთში 10 წლის შვილის გატაცებაში ეჭვმიტანილი ქართველი მამა დააკავეს.
გოგონა კომოთინიში 3 სექტემბერს გაიტაცეს. სამართალდამცავებმა გატაცებულს კალათეაში ერთ-ერთი კორპუსში მიაგნეს. ის მამას ლოგინის ქვეშ ჰყავდა დამალული.
დაკავებულია 34 წლის ქართველი მამაკაცი და მისი მეგობარი ქალი, რომელსაც ის ბინა ეკუთვნის, სადაც გატაცებულ გოგონას მალავდნენ. ბინაში აივანი ფიცრებით იყო აჭედილი, რათა არასრუწლოვანი მეზობლებს არ შეენიშნათ.
ამჟამად მოზარდი უკვე დედასთან იმყოფება.
ნიუპოსტი

