საკრებულოში პოლიცია შევიდა

საკრებულოში პოლიცია შევიდათბილისის საკრებულოში დღეს ხმაურიანი სხდომისთვის ემზადებიან. დეპუტატებმა ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მიწის 2 ნაკვეთის სიმბოლურ ფასად გადაცემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ. საკრებულოს შენობასთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები იმყოფებიან შენობის შიდა ეზოშიც.
სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული. მანამდე კი, საკრებულოს წინ აქციის გამართვას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა”.
იმ შემთხვევაში თუ ყოფილ პრემიერს საკრებულომ დაუმტკიცა მიწის ნაკვეთები, “ევროპული საქართველო” სასამართლოში ჩივილს აპირებს და მსგავსი ქმედებისკენ სხვა პარტიებსაც მოუწოდებს.
„ქართულ ოცნებაში“ კი საკითხებს, რომლის განხილვაც დღეს იგეგმება, ქალაქის განვითარებისთვის აუცილებელად მიიჩნევენ.
დღევანდელ სხდომასთან დაკავშირებით, “პირველ რადიოსთან” საუბარში საკრებულოს თავმჯოდმარემ აღნიშნა, რომ საკრებულოს რეგლამენტის დარღვევის უფლებას არავის მისცემენ და კანონის შესაბამისად მოიქცევიან.