ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა “ქართული ოცნების” წევრს, გიორგი ვოლსკის პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოში უჩივლა.
სამადაშვილი ვოლსკის კნინობითი ფორმით მიმართვაში ადანაშაულებს.
საქმე ეხევა რამდენიმე დღის წინ პარლამენტში 2018 წლის ბიუჯეტის განხილვის დროს მათ ურთიერთშელაპარაკებას.ვოლსკიმ სამადაშვილს სიტყვით “გოგო” მიმართა, რის შემდეგად ოპოზიციის წევრმა თავდაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.
ნიუპოსტი

