ალეკო ელისაშვილი საარჩევნო უბნების დახურვამდე დარჩენილ დროში ამომრჩევლებს კიდევ უფრო გააქტიურებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით ამომრჩევლების აქტივობა გაყალბების მექანიზმის ჩაშლისთვის უმნიშვნელოვანესია.
– ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ნებისმიერ გაყალბების მექანიზმს ჩაშლის და ნებისმიერ კარუსელს დაჯაბნის. ამდენად გთხოვთ არ დარჩეთ სახლში და მოხვიდეთ არჩევნებზე. სამი საათი დარჩა მეორე ტურამდე და საბოლოო გამარჯვებამდე. ხედავთ როგორ ნერვიულობს ქართული ოცნება. მიზანთან ძალიან ახლოს ვართ, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

