საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველი სასწრაფოს თავშესაფარში არ შეუშვეს – ტრაგედიის ახალი დეტალები

საფრანგეთში გარდაცვლილი ქართველი სასწრაფოს თავშესაფარში არ შეუშვეს - ტრაგედიის ახალი დეტალებისაფრანგეთში, ქალაქ პუატიეში 50 წლის ქართველის მანქანაში გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

გარდაცვლილი მამაკაცი ადგილობრივი საავადმყოფოს ავტოსადგომზე გაჩერებულ ავტომობილში იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეგობრები ყვებიან, სასწრაფო დახმარების ცენტრის თავშესაფარში ადგილების სიმცირის გამო, მამაკაცს ღამის გათენებამ მანქანაში მოუწია.

გარდაცვლილის ახლობლები მომხდარში ცენტრის თანამშრომლებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, მამაკაცის ავადმყოფობის გამო, მისი გარეთ დატოვება დაუშვებელი იყო.

“ნიუპოსტი” დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ წუთებში ცდილობს.