ლას-ვეგასში, სამორინესთან ხალხის მასობრივ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა 64 წლის სტივენ პედოქმა პოლიციის მისვლამდე სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ CNN-ის ეთერში ქალაქის პოლიციის შერიფმა, ჯოზეფ ლომბარდომ განაცხადა.
– ჩვენ ვთვლით, რომ ეჭვმიტანილმა თავი ჩვენს მოსვლამდე მოიკლა, – განაცხადა მან.
ჯოზეფ ლომბარდოს ინფორმაციით, სტივენ პედოქის სასტუმროს ნომერში პოლიციამ 10 ერთეული იარაღი აღმოაჩინა.
ლას-ვეგასში, სამორინეს მახლობლად გახსნილი ცეცხლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 50-ს, ხოლო დაშავებულთა – 400-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ლას-ვეგასის პოლიცია ავრცელებს.
ინტერპრესნიუსი

