სერხიო აგუერომ შესაძლოა ორი თვე გამოტოვოს

სერხიო აგუერომ შესაძლოა ორი თვე გამოტოვოსმანჩესტერ სიტის ფორვარდი სერხიო აგუერო პარასკევს, ამსტერდამში ავარიაში მოყვა, რის გამოც მან გარკვეული დაზიანებები მიიღო. ინციდენტის დროს აგუერო საჭესთან არ იჯდა და ავარია მისი ბრალი არ ყოფილა.

ამჟამად არგენტინელი ფორვარდი მანჩესტერში იმყოფება და რეაბილიტაციის კურსს გადის. ექიმების დიაგნოზის თანახმად აგუერო დაახლოებით 2 თვეს გამოტოვებს და მისი არყოფნა მანჩესტერ სიტისთვის უდაოდ დიდი დანაკლისი იქნება.

აგუერო ასევე ვერ დაეხმარება არგენტინის ნაკრებს, რომელსაც წინ ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ელის.