შალვა ნათელაშვილი: „კალაძის ამომრჩევლებმა ქურდი აირჩიეს ქალაქის ხელმძღვანელად“

შალვა ნათელაშვილი: „კალაძის ამომრჩევლებმა ქურდი აირჩიეს ქალაქის ხელმძღვანელად“ „ლეიბორისტული პარტია“ კახა კალაძეს მორიგ ბრალდებას უყენებს. პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ კახა კალაძემ სამების ტაძართან არსებული მიწის ნაკვეთი “ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში და 40 მილიონი ბიუჯეტში დღემდე არ გადაუხდია“.
შალვა ნათელაშვილი და მისი თანაგუნდელები ავლაბრის ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. მათი თქმით, აღნიშნული ტერიტორია კახა კალაძის კუთვნილებაა.
ოპოზიციური პარტიის წევრები კალაძეს მოუწოდებენ, რომ ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორია სოციალურად დაუცველ მოსახლეობას გადასცეს.
– მე მოვუწოდებ ამ ბატონს, დააბრუნოს ქალაქის კუთვნილი სივრცე. დედაქალაქის ბიუჯეტში ერთი მილიარდით იზრდება ის სოციალური თანხები, რომლებიც ქალაქს ესოდენ სჭირდება. რაც შეეხება, კალაძის ამომრჩევლებს, რომლებმაც ქურდი აირჩიეს ქალაქის ხელმძღვანელად, მოვიდნენ და ამ 80 ჰექტარზე დაარჭონკარვები და მანამდე ისხდნენ იქ, სანამ ამ მილიარდიან ტერიტორიას მათი არჩეული ქურდი არ დაუბრუნებს მათსავე შვილებს, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.