სომალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 189-მდე გაიზარდა

სომალიში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 189-მდე გაიზარდასომალის დედაქალაქ მოგადიშუში ბომბის აფეთქების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 190-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი დაიჭრა.

ამის შესახებ „ასოშიეითიდ პრესი“ პოლიციასა და მედიკოსებზე დაყრდნობით იუწყება.
ტერაქტი 14 ოქტომბერს მოხდა. სატვირთო, რომელშიც ბომბი იყო დამონტაჟებული, ერთ-ერთ ხალხმრავალ ადგილას აფეთქდა, სადაც ქვეყნის ძირითადი სამინისტროებია განთავსებული. ექიმები დაჭრილებისა და დაშავებულების გადასარჩენად იბრძვიან. ქვეყნის პრეზიდენტმა მოჰამედ აბდულაჰი მოჰამედმა მომხდარის გამო ქვეყნის მასშტაბით სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.

ინტერპრესნიუსი