სქესის შეცვლის შემდეგ კაცი დაფეხმძიმდა

სქესის შეცვლის შემდეგ კაცი დაფეხმძიმდაფინელმა ექიმებმა ქვეყნის ისტორიაში პირველებმა დაარეგისტრირეს სქესის შეცვლის შემდეგ „კაცის დაფეხმძიმების“ შემთხვევა.

კაცი დაფეხმძიმებამდე ქალი იყო, თუმცა მან სქესი შეიცვალა, ოპერაცია გაიკეთა და კაცის საბუთები აიღო. პარალელურად, კი ექიმის დანიშნულებით, ჰორმონალურ თერაპიასაც აგრძელებდა. მედიის ცნობით, რაღაც პერიოდის შემდეგ, კაცმა ჰორმონალური პრეპარატების მიღება შეწყვიტა და პარტნიორის რჩევით, გადაწყვიტა დაფეხმძიმებულიყო.

მომავალი მშობლები ამბობენ, რომ ორსულობა კარგად მიმდინარეობს. მათივე თქმით, სირთულეს მხოლოდ ქალთა კონსულტაციაში დარეგისტრირება წარმოადგენს, რადგან როგორც კი, ორსულს ელექტრონულ სისტემაში თავისი მონაცემები (სახელი და გვარი) შეაქვს, სისტემა მას კაცის სქესის გამო არ არეგისტრირებს.

პირველი ფეხმძიმე კაცი ამერიკელი თომას ბიტი იყო. მასაც სქესი ჰქონდა შეცვლილი და ოპერაციიდან ხუთი წლის შემდეგ ხელოვნური განაყოფიერების შედეგად ბავშვი გააჩინა.