თამაზ მეჭიაური – “ქუცნაშვილი ოროთახიანი “ხრუშჩოვკიდან” მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე”

თამაზ მეჭიაური - "ქუცნაშვილი ოროთახიანი "ხრუშჩოვკიდან" მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე"თამაზ მეჭიაურის შესახებ ისაუბრა რუსთავი 2-ის თოქშოუ ,,არჩევანის“ ეთერში ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, 2012 წელს მეჭიაურმა შანტაჟის გზას მიმართა, რომ ბიძინა ივანიშვილს ის საპარლამენტო სიაში ჩაეწერა.

მან ისაუბრა თამაზ მეჭიაურის ქართულ ოცნებაში მისვლასა და მისდამი გაწეულ დახმარებაზე. ის აცხადებს, რომ მეჭიაურის მამა და მისი ბებია და-ძმანი არიან. ქუცნაშვილი ამბობს, რომ ის მთიელი კაცია და თავს ვალდებულად თვლიდა, ნათესავს დახმარებოდა

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას ,,არჩევანის“ ეთერში თამაზ მეჭიაურმა უპასუხა.

„ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა,“ – განაცხადა მეჭიაურმა.

„პირველი დეკლარაცი რომ შეავსო ამან, პირველი რაც კი ჩაწერა, ცოლის მზითევი იყო – “ჟილაია” და “სპალნა”, თან დიდი თანხები მიუწერა, რომ ძალიან ძვირი იყო. მეტი არაფერი არ ჰქონდა ჩასაწერი, ოროთახიანი “ხრუშჩოვკიდან” მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე,“ – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.