თამაზ მეჭიაურმა გამარჯვება კაპოტზე აღნიშნა – “კაპოტზე მოქეიფეების დროა და არა კინტოების” – ვიდეო

თამაზ მეჭიაურმა გამარჯვება კაპოტზე აღნიშნა - “კაპოტზე მოქეიფეების დროა და არა კინტოების” - ვიდეოთამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

– ქუცნაშვილი დადიოდა და საარჩევნო კამპანიას ატარებდა, ამბობდა, “კაპოტზე“ მოქეიფეების დრო წავიდაო, მე ლაუნჯი მაქვს და ლაუნჯების დროა ახლაო. მე ვუთხარი “კაპოტზე“ ვიქეიფებ არჩევნების შემდგომ, შენ კიდევ მიხედე ლაუნჯს, მაინც კინტოს გიძახიანო. ახლა მივდივარ თიანეთში, “კაპოტზე“ მოქეიფეების დროა და არა კინტოების, – განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

ნიუპოსტი