თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი თვითმართველობის არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ვარაუდობს, რომ თბილისში მეორე ტური არ იქნება.
– ზოგი წავალთ ხმის მისაცემად, ზოგი არა, ზოგს არც გაახსენდება რომ არჩევნებია.:)
მერე საქმე ცუდად რომ იქნება სიამაყით იტყვიან მე არ ამირჩევია.
მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი სხვაა:
1. მგონია რომ იქნება მეორე ტურები, მაგრამ არ იქნება თბილისის მერის მეორე ტური (ყველაზე მეტად ის გამიხარდება აქ რომ შევცდე)
2. რომ არ იქნება მეორე ტური თბილისში ეს ყველაზე კარგი მანიშნებელია რომ 26 წლიანი საარჩევნო მარათონის გამოცდილების მიუხედავად, საარჩევნო კულტურა დედაქალაქშიც კი არ არის
3. მე რას ვფიქრობ კალაძეზე და მისი მერობის პოტენციალზე ეს არ არის აქ საინტერესო, მნიშვნელოვანი და საინტერესო ის არის, რომ უპირობო კანდიდატები სახელისუფლებო პარტიებს მაშინ ყავთ როდესაც ქვეყანაში მშვიდობა, კეთილდღეობა და ეკონომიკური აღმავლობა ერთდროულად არის სახეზე. ვინც ასე უყურებს დღეს თბილისს ან საქართველოს რაღა თქმა უნდა სახელისუფლებო კანდიდატს აძლევს ხმას, სხვა ყველა ალტერნატივას უნდა ეძებდეს.
4. ეხლა გულწრფელად საკუთარ თავს უთხარით ვინც ხვალ ხელისუფლებისთვის ხმის მიცემას გეგმავთ იმათგან რამდენი ფიქრობთ რომ უკეთესად ცხოვრობთ დღეს და სწორედ ხელისუფლების უალტერნატივობის პირობებში კიდევ უფრო უკეთესად იცხოვრებთ შემდეგი 4 წლის მანძილზე.
5. სინამდვილეში კი ზუსტად ის მოხდება რაც სულ ხდება ამ ქვეყანაში. ხვალ წავალთ, უმრავლესობა სწორედ იმ კანდიდატს მისცემს ხმას ვისი სამარშრუტო ტაქსიც მოემსახურება სახლიდან უბნამდე (რეგიონებში ნამდვილად ასე იქნება, თბილისში სხვა პარამეტრი შეიძლება გამოვიყენოთ), ზეგიდან ისევ გავაგრძელებთ წუწუნს როგორ გვიჭირს და ყველაფერი უკან მიდის, მერე ეს წუწუნი მოგვბეზრდება, ქუჩში გამოვცვივდებით და მორიგი რევოლუციური არჩევნებით თეთრ ცხენზე ამხედრებულ მორიგ გადამრჩენს დაველოდებით.
6. არადა ნორმალური ქვეყანა ის არის, სადაც ამომრჩევემა საკუთარი ხმის ფასი იცის. ასეთ დროს ადგილობრივ არჩევნებზე უტარებენ სწორედ ხელისუფლებას მასტერკლასს ამომრჩევლები.
7. მშვიდობიან დღეს გისურვებთ, და მეკი მომავალ წელს ამ სტატუსს ფბ მემორი რომ გამახსენებს, მერე თქვენ გაგახსენებთ აუცილბელად, – წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თინა ხიდაშელი.

