თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ მძიმე ტრავმა მიიღო

თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ მძიმე ტრავმა მიიღოსაქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების ლიდერმა თორნიკე ოქრიაშვილმა უმძიმესი ტრავმა მიიღო, მოთამაშემ ჯვარედინი მყესები დაიზიანა, სავარაუდოდ 7-8 თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას. თორნიკეს სწორედ აღნიშნული ტრავმის გამო გაუცდა გასული სეზონის მეორე ნახევარი და მიმდინარე სეზონის სტარტი.მან გასულ სეზონში მარჯვენა ფეხზე მიიღო დაზიანება, ამჯერად კი მარცხენა ფეხზე.

ვლადიმირ ვაისმა ოქრიაშვილი ეროვნულ ნაკრებში მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ციკლში 6 და 9 ოქტომბერს უელსთან და სერბეთთან გასამართი შეხვედრებისთვის იხმო, თუმცა ცხადია ”კრასნოდარის” შემტევი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დარჩენილ ორ შეხვედრას გამოტოვებს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერ ლიგის გასული სეზონის მე-19 ტურში, სტუმრად მოსკოვის “ლოკომოტივთან” მოგებულ მატჩში, ოქრიაშვილი მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა, მაგრამ 89-ე წუთზე მეტოქესთან შეჯახების დროს ტრავმა მიიღო და თამაში ვერ გააგრძელა.

”ოქრი” მოედანს 16 სექტემბერს ”ანჟისთან” მატჩში გოლით დაუბრუნდა, თუმცა კვლავ დაშავდა, 29 სექტემბერს ”არსენალთან” შეხვედრაში 71-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, მაგრამ  ტრავმა მიიღო და მოედანი 9 წუთში, მე-80 წუთზე დატოვა.

25 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ”კრასნოდარის” მაისურით 95 წუთი დაჰყო მინდორზე და 1 გოლი ”ანჟის” გაუტანა.

აჭარასპორტი