ცესკო – თიანეთში ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით მოუგო

ცესკო - თიანეთში ლელა ქიტესაშვილმა თამაზ მეჭიაურს 4 ხმით მოუგოცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, თიანეთში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა არჩევნებში თამაზ მეჭიაური დაამარცხა.
ცესკოს ინფორმაციით, თიანეთის 20 უბნიდან 20-ვე დათვლილია.
მონაცემების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 50,3% – ლელა ქიტესაშვილმა, ხოლო 49,97% თამაზ მეჭიაურმა აიღო. ქიტესაშვილმა 3.081 ხმა, ხოლო მეჭიაურმა 3.077 ხმა მიიღო.
ამავე მონაცემებით, თიანეთში არჩევნების მეორე ტური გამოირიცხა.