წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ოთხი პარტია შედის

წინასწარი მონაცემებით, თბილისის საკრებულოში ოთხი პარტია შედისცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, პროპორციული წესით, თბილისის საკრებულოში ოთხი საარჩევნო სუბიექტი ხვდება. წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ბარიერს ლახავენ:
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 53.56 % (151 899 ხმა);
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 17.21% (48796 ხმა);
“ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – 8.94% (25 355 ხმა);
“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 5.49% (15 578 ხმა).
თბილისში 737 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 528 უბანი. პარტიებმა 4%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ. თბილისის საკრებულო შედგება 50 წევრისაგან, რომელთაგან 25 წევრი აირჩევა მაჟორიტარული წესით, ხოლო 25 წევრი – პროპორციული წესით.