კიევთან ახლოს, ჯოხარ დუდაევის სახელობის მოხალისეთა ბატალიონის ყოფილი მეთაური უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის მონაწილე ამინა ოკუევა მოკლეს.
უკრაინული მედიის ცნობით, გლევახას რკინიგზის სადგურთან, საავტომობილო გზაზე უცნობმა პირმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა. ავტომობილში მჯდომი ამინა ოკუევა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მასთან ერთად მყოფი, მისი მეუღლე ადამ ოსმაევი ფეხში დაიჭრა.
რადას დეპუტატი ოგორ მოსიიჩუკი საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს, რომ ოკუევას ტყვია თავში აქვს ნასროლი.
უკრაინის ნაციონალური პოლიციის ინფორმაციით, მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები ოკუევასა და ოსმაევაზე თავდასხმელების გამოსავლენად.
ცნობისათვის, ამინა ოკუევას და ადამ ოსმაევს თავს 1 ივნისს კიევში დაესხნენ. ისინი ინტერვიუზე „ფრანგ ჟურნალისტთან“ მივიდნენ, რომელიც სინამდვილეში ქილერი აღმოჩნდა და ოსმაევს ესროლა. თავდამსხმელის მოგერიება ამინა ოკუევამ შეძლო, მან ქილერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები თავდასხმის ორგანიზებაში რუსული სპეცსამსახურებს ადანაშაულებდენ, გამოძიება ერთ-ერთ ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას ასახელებს, რომელის შესრულებაც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ უკრაინაში ჩანერგილ პროფესიონალ მკვლელს ჰქონდა დავალებული.
ნიუპოსტი

