”ჩემზე ზეწოლა არ გაგივათ” – უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის შვილი და ყოფილი მოადგილე დააკავეს

”ჩემზე ზეწოლა არ გაგივათ” - უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის შვილი და ყოფილი მოადგილე დააკავესუკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა შინაგან საქმეთა მინისტრის არსენ ავაკოვის ვაჟი ალეკსანდრ ავაკოვი და შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგეი ჩებოტარი დააკავეს.

მათი დაკავება ე.წ. “ზურგჩანთების საქმეს” უკავშირდება.

2015 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უწყებისთვის ჩანთები შეიძინა. გამოძიება ეჭვობს, რომ მაშინ სახელმწიფო თანხები არამიზნობრივად დაიხარჯა.

არსენ ავაკოვის განცხადებით, მისი შვილი დამნაშავე არ არის და ამის დამტკიცებას სასამართლოში შეძლებენ. ამის შესახებ ავაკოვმა ფეისბუკზე დაწერა:

„არც ჩემ შვილს და არც იმ ფირმებს, რომელიც მას აქვს დაფუძნებული არ ქონდათ და არ ქონიათ უკრაინის ბიუჯეტის ფული, ალეკსანდრ ავაკოვი გაივლის პროცედურებს და ამას სასამართლოში დაამტკიცებს“- წერს ავაკოვი.

მისი თქმით სამართალდამცავი ორგანოები პოლიტიკური ჯგუფების გავლენების და ინტერესების ქვეშ არ უნდა ექცეოდნენ.

„ვიმეორებ, ჩემი შვილზე და ჩემი ყოფილ ქვეშერდომებზე განხორციელებული ქმედებებით ჩემზე ზეწოლა არ გაგივათ. იმედი მაქვს ადეკვატური სასამართლო პროცესი ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მე ჩემს წესებს და პრინციპებს არ ვცვლიდი და არ გავცვლი „ჩაწყობაზე“.- წერს ავაკოვი.

ნიუპოსტი