ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს

ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობა მმართველ პარტიას ამომრჩევლის მოსყიდვაში ადანაშაულებს“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდმარის ანი წითლიძის ინფორმაციით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვისა და დაშინების ფაქტები ფიქსირდება. წითლიძის ინფორმაციით, ზედა ეწერში, 72-ე უბანთან მისულ ამომრჩევლებს ამავე სოფლის რწმუნებული ირაკლი თორდია ფულს სთავაზობდა “ქართული ოცნების” სასარგებლოდ ხმის მიცემის სანაცვლოდ. მისივე თქმით, სოფელ კახათში, 95-ე და 96-ე საარჩევნო უბნებთან მისულ მოქალაქეებს ე. წ. სოფლის მაყურებლის ძმა რობერტ გუგუჩია აშინებდა.

“ჩვენს ამომრჩევლებზე ზეწოლის ფაქტებიც ფიქსირდება სხვადასხვა საარჩევნო უბნებზე. მათ ეუბნებიან რომ კახათში ნაციონალურმა მორაობამ არ უნდა გაიმარჯვოს”, განაცხადა ანა წითლიძემ და არასამთავრობო სექტორს საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია. დღეს საქართველოს მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.

იმედინიუსი