ანტონიო კონტე შესაძლოა ჩელსიდან წავიდეს

ანტონიო კონტე შესაძლოა ჩელსიდან წავიდესჩელსი ბოლო პერიოდში არცთუ დამაჯერებლად გამოიყურება. განსაკუთრებით მტკივნეული ჩელსისთვის რომასთან განცდილი მარცხი იყო, როდესაც ანტონიო კონტეს გუნდი 3:0 გაანადგურეს.

ინგლისურ პრესაში უკვე აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ანტონიო კონტემ შესაძლოა ჩელსი დატოვოს, რადგან რომან აბრამოვიჩი მისი მუშაობით უკმაყოფილოა.

თუ ანტონიო ჩელსიდან წავიდა, არ არის გამორიცხული რომ ის სამშობლოში დაბრუნდეს, სადაც კონტე ყოველთვის მოძებნის სამუშაოს. შეგახსენებთ რომ შარშან ჩელსიმ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგა მოიგო.