არსენ გვენეტაძე – ქართველი ექიმი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ორგანოების ნებაყოფლობითი დონორი იქნება

არსენ გვენეტაძე - ქართველი ექიმი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ ორგანოების ნებაყოფლობითი დონორი იქნება„პირველმა არხმა“ მოამზადა ვიდეორგოლი ქართველი ექიმის, არსენ გვენეტაძის შესახებ, რომელიც საქართველოში 146 ადამიანს შორისაა, ვინც თავად დარეგისტრირდა, როგორც ორგანოების დონორი გარდაცვალების შემდეგ.

„ნებისმიერი ორგანო, რომელიც შეიძლება, ჩემი სიკვდილის შემდეგ ვიღაცას გამოადგეს, მაგალითად, თვალი, რომლითაც სხვა ადამიანმა შეიძლება, კიდევ მრავალი წელი ნახოს მზის ამოსვლა…“

არსენ გვენეტაძე აღნიშნავს, რომ პირდაპირ ეთერში 2010 წელს დარეგისტრირდა, როგორც ორგანოთა ნებაყოფლობითი დონორი და ამ ფაქტით ამაყობს.