აზერბაიჯანის ცენტრალურ ნაწილში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მაგნიტუდით 4,7 ბიძგების ეპიცენტრი აგდამის რაიონში დაფიქსირდა.
აზერბაიჯანის სეისმოლოგიური სამსახურის ცნობით, ეპიცენტრში ბიძგების სიმძლავრე 4 ბალს, ხოლო მიმდებარე რაიონებში 3 ბალს აღწევდა.
მანამდე, 15 ნოემბერს აზერბაიჯანისა და საქართველოს საზღვართან ახლოს მოხდა მაგნიტუდით 5,7 მიწისძვრა. სტიქიის შედეგად 130 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა.

