ბათუმის ნავსადგური ნატოს ხომალდებს მასპინძლობს. უკვე შემოვიდა ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთების საფლანგო ხომალდი “REGELE FERDINAND”, დღის განმავლობაში კი ალიანსის სხვადასხვა წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი 3 ხომალდიც შემოვა. დელეგაციას ნატოს გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლის მოადგინე, ვიცეადმირალი ერვი ბრეჟონი ხელმძღვანელობს.
დღეს ვიცეადმირალს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდება და გაიმარება ერთობლივი პრესკონფერენცია. ხომალდები საქართველოში 6 ნოემბრამდე დარჩებიან და ქართული მხარის მიერ ორგანიზებულ ერთობლივ წრთვნებში მიიღებენ მონაწილეობას. ამ სწავლების მიზანია საზღვაო ძალების ურთიერთთანამშრომლობა. ნატოს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს უკვე მესამედ სტუმრობს.
იმედინიუსი

