4 დეკემბერს 200 წელი სრულდება რომანტიკოსი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადებიდან. თეატრმცოდნე ნოდარ პაპუაშვილი კულტურის მინისტრს კითხვით მიმართავს და ინტერესდება, რა იქნა ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილე საქართველოში:
– ბატონო კულტურის მინისტრო, ბარათაშვილის 200 წლის იუბილე რა იქნა საქართველოში?!
,,ახლა ჩვენ ვიღას მოვაგონდებით, ორი ტლუ ბიჭი გდია ნახჭევანში! ახლა ცა ახალია, დრო ახალია და მოდაში 80 წლის კაცები არიან!” ეს არის ფრაგმენტი ნიკოლოზ ბარათაშვილის წერილიდან.
ამასაც გვერდით უვლიან უკვე?

