თვითმმართველობის არჩევნებში ოზურგეთის მერის თანამდებობისთვის ბრძოლაში ბეგლარ სიორიძე დამოუკიდებელმა კანდიდატმა კონსტანტინე შარაშენიძემ დაამარცხა, ბეგლარ სიორიძემ აღნიშნულ საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა:
“მადლობას ვუხდი თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს. ოლქის მასშტაბით ჩვენ გავიმარჯვეთ! მეორე ტურში 3000 ამომრჩევლით გაიზარდა ჩვენი მხარდაჭერა.
ამ მომენტისთვის სადავო რჩება ნასაკირალის #59 უბნის შედეგები – სადაც ხმების დათვლის დროს სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა. საჩივარი შეტანილია და ველოდებით საოლქო კომისიის გადაწყვეტილებას.
ჩვენ დავიცავთ ჩვენს შედეგებს და გვჯერა გავიმარჯვებთ”, – აღნიშნავს სიორიძე.
ნიუპოსტი

