ჟურნალისტი ნანა აბულაძე სასტუმრო “ლეოგრანდში” გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილებზე სოციალურ ქსელში წერს:
– ჩემი გემრიელი და ტკბილი ბიჭები აღარ მყავს ხალხო! მოღალატე ხარ ზაურ, აბა გუშინ დილით მწერდი სოფელში თოვლი მოსულა წამო ვიგუნდაოთოო, მომატყუე… შენც მოღალატე ხარ მარად, გემიდან ჩამოვალ თუარა გინახულებო, ჩამოხვედი რამდენიმე დღეა და არ მნახე! ჰოდა ვივლი ასე თქვენგან ნაღალატევი, იმ იმედით რომ ოდესმე შეგხვდებით და პასუხს მოგთხოვთ ამ საქციელისთვის! რა მწარე ხართ და რა ტკბილი, როგორც ერთი ზღაპარი სიყვარულისა დასრულდა ! მიყვარხართ, ძმებო.

