ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მსურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა- ოთარ აბესაძე

ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, არ მსურს სასამართლო პროცესში მონაწილეობა- ოთარ აბესაძექრთამის აღების ბრალდებით დაკავებული, მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე სასამართლო პროცეს არ ესწრება.

დაკავებულმა წერილი გამოაგზავნა, სადაც მიზეზებზე წერს. აბესაძე აცხადებს, რომ მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ სურს პროცესში მონაწილეობა.ბრალდებულის ამ განცხადების გამო სხდომის გადადებას ითხოვენ მისი ადვოკატები.

როგორც ირმა ჭკადუამ და ლილი გელაშვილმა აღნიშნეს, აბესაძის ეს განცხადება არაადეკვატურია, ვინაიდან მან წინასასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ სურს მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვებში.